ე.წ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

Published:

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონის მიღებას 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგ – 30 დეპუტატმა.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ დააინიციირა. სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკის მიუხედავად, ხელისუფლებამ კანონი მაინც მიიღო.

პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს ახალგაზრდების საპროტესტო აქცია. აქციები აღნიშნული კანონის ინიციირების შემდეგ დედაქალაქში თითქმის ყოველდღიურად იმართება.

ახალი კანონი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად. სალომე ზურაბიშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მას ვეტოს დაადებს. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img