პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

Published:

პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. სამართალდამცავებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

მომიტინგეები სკანდირებენ: “საქართველო”. ისინი პროტესტს საყვირების გამოყენებითაც გამოხატავენ.

პარლამენტის მარჯვენა შესასვლელთან გზა კვლავ საპოლიციო ძალას აქვს გადაკეტილი.

ცნობისთვის, ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას გეგმავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img