გურამ მაჭარაშვილი – სანქციები არავის სიამოვნებს, მაგრამ, საქართველოს სუვერენიტეტთან შედარებით, ეს არაფერია

Published:

სანქციები არავის სიამოვნებს, მაგრამ, საქართველოს სუვერენიტეტთან შედარებით, ეს არაფერია, – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ამასთან მაჭარაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციებით დამუქრება ღიმილისმომგვრელია.

“ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე გადადო ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის- სიცოცხლე, ოჯახი – საქართველოსთვის და საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ახლა სანქციებით დამუქრება ამ ადამიანისთვის, მინიმუმ, ღიმილისმომგვრელია.

რა თქმა უნდა, სანქციები არავის სიამოვნებს, მაგრამ, საქართველოს სუვერენიტეტთან შედარებით, ეს არაფერია. გვაქვს მაგალითი და თითოეული ჩვენგანისთვის ეს სანქციები არის აბსოლუტურად არასერიოზული, რადგან საუბარია საქართველოს სუვერენიტეტზე. დილით დაწერონ, საღამოს წაიკითხონ და შემდეგ მშვიდად დაიძინონ”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img