ნინო წილოსანი – ლამაზი ფოტოების მიღმა, რეალურად, აქციებს აქვს ძალადობრივი ხასიათი

Published:

“უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით მიმდინარე აქციებს უმრავლესობაში აფასებენ. მმართველი გუნდის განმარტებით, გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რატომ იყვნენ პროცესში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ასევე განმარტავენ, რომ ოპოზიციის მიზანია, აქციებზე მოეწყოს ისეთი პროვოკაციები, რომლებსაც მოჰყვება დაპირისპირება. უმრავლესობაში ასევე აცხადებენ, რომ თუ მოქალაქეები კანონს დაარღვევენ, მათ მიმართ გამოყენებული იქნება პროპორციული ძალა.

“ლოგიკური კითხვა ისმის – რას აკეთებდნენ ამ აქციაზე უცხოეთის მოქალაქეები, მათ შორის, აშშ-ის ორი და რუსეთის ერთი მოქალაქე. მე ვფიქრობ, რომ გამოძიება და ზოგადად ამ პროცესების მიმდინარეობა უფრო მეტ ნათელს მოჰფენს, რას ემსახურებოდა ეს აქციები. ვხედავთ, რომ აქციებისა და იმ ლამაზი ფოტოების მიღმა, რეალურად, აქციებს აქვს ძალადობრივი ხასიათი. ამ აქციების მოტივი და მიზანი იყო, ყოფილიყო მსხვერპლი, უბრალოდ სამართალდამცველების ნამდვილად ძალიან მაღალი დონის სტანდარტი იყო, რომ აქციებმა საკმაოდ მშვიდობიან გარემოში ჩაიარა”, – განაცხადა ნინი წილოსანმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img