იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“, პარლამენტიდან რობოკოპებით გაიყვანონ ჩუმად, ახალგაზრდებს იჭერენ, სცემენ და ძალადობენ მათზე, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, დეკანოიძემ ჩამოთვალა იმ 84 დეპუტატის სახელი და გვარი, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების გვარები ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს.
„მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“. იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“, პარლამენტიდან რობოკოპებით გაიყვანონ ჩუმად, ახალგაზრდებს იჭერენ, სცემენ, ძალადობენ მათზე. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა უპრობლემოდ დატოვონ პარლამენტის შენობა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამის შემდეგ დეკანოიძემ ჩამოთვალა იმ 84 დეპუტატის სახელი და გვარი, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების გვარები ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.