ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგ, შალვა პაპუაშვილს ტყუილში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც ამხელს.
ცაჰკნა X-ზე წერს, რომ შეხვედრაზე არცერთ პაპუაშვილის მიერ ნახსენებ საკითხზე არ ყოფილა შეთანხმება.
ნება მომეცით ნათლად ვთქვა სათქმელი, ჩვენ არ შევთანხმებულვართ არცერთ ნახსენებ საკითხზე.
ჩემი გზავნილი საპირისპიროა: საქართველო არ მოძრაობს სწორი მიმართულებით! – წერს ცაჰკნა
ცნობისთვის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში იმყოფებიან. თავდაპირველად, მათ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან გამართეს. ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ასევე სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდებიან.
პაპუაშვილის გავრცელებული ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს არც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.