დავით ქაცარავა – თვალბუდის ძვალი მაქვს ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა, ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის და სერიოზული ჰემატომები თავზე

Published:

თვალბუდის ძვალია ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა,- ამის შესახებ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, რომელიც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

მისივე თქმით, ჰემატომები აღენიშნება თავზე.

„რაც შეეხება ოპერაციას, თვალბუდის ძვალია ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა. სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე. ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის. ჩამიდგეს “პლასტინა” ოპერაციის შედეგად“, – აღნიშნა ქაცარავამ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. მეუღლის ინფორმაციით, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დავით ქაცარავას დაკავებისას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img