გრიგორიადისის დედა – ლაზარე არის ნაცემი, აქვს დაზიანებები სხეულზე

Published:

რუსთაველის გამზირზე 14 მაისს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც დაკავებისას სცემეს კიდეც, 
სახესა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნება. – ამის შესახებ ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე აცხადებს.

მისი თქმით, ის ადვოკატებმა მოინახულეს, რის შემდეგაც დაზიანებების შესახებ მოუყვნენ. 

ადვოკატების ინფორმაციით,ვიცით ის, რომ ლაზარე არის ნაცემი, აქვს დაზიანებები თავის და სახის არეში, სხვადასხვა მიდამოებში… ერთადერთი ეგ ვიცით, რომ არის ასეთი დაზიანებები სხეულზე, თავზე და სახეზე და მეტი ისეთი არაფერი, მოტეხილობა არ აქვს, ამიტომ არ გადაიყვანეს და არ დასჭირდა სამედიცინო დახმარება, – ამბობს თამთა კალანდაძე.

ლაზარეს დედა დაკავების მომენტსაც იხსენებს და ამბობს, რომ მისი შვილი მაშინვე დააკავეს, როგორც კი ის რუსთაველის გამზირზე მივიდა. კალანდაძე თვლის, რომ ლაზარეს დაჭერა წინასწარ დაგეგმილი იყო.

“ლაზარეს დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრე. იყო თავის საქმეებზე გასული, მოსაგვარებელი ჰქონდა რაღაც პატარ-პატარა პრობლემები და მივიდა თუ არა რუსთაველის გამზირზე, ეგრევე მოხდა მისი აყვანა. მაგრამ წინაპირობა იყო, წინა ორი დღე მე ვისმენდი გომელაურის განცხადებას, კობახიძის განცხადებას და პირდაპირ ამბობდნენ ლაზარეზე, რომ მას არ უშველის არც ის, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა, მოლოტოვის მსროლელებს დაიჭერენ და ა.შ. და მოკლედ, განახორციელეს. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს უკვე კონკრეტულად, ქალია, კაცია, ბავშვია, ახალგაზრდაა თუ ვინ არის, მაგრამ ლაზარე მაინც ისეთი, გამორჩეული ტიპაჟია და მაინც ყველგან ჩანს. ლაზარე ვერ დავსვით სახლში ვერ შევაკავეთ, ლაზარე არ არის მშიშარა და მათ ეს პროტესტი არ მოსწონთ,” – ამბობს ლაზარეს დედა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img