PACE პრეზიდენტი – ძალის გადამეტებისა და ძალადობის ფაქტები გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული

Published:

საქართველოში მიმდინარე პროცესებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეხმაურება – PACE პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობას მკაცრად გმობს.

თეოდოროს რუსოპულოსი აღნიშნავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” კანონი ნაჩქარევად მიიღო.

(PACE) პრეზიდენტი ძალადობის ფაქტების სათანადო გამოძიებას ითხოვს და მიუთითებს, რომ სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, რაც ხელისუფლების მიერ გამჭვირვალედ უნდა იყოს გამოძიებული.

ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული ხელისუფლების მიერ და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად. მიუხედავად მათი აზრისა ამ კანონთან დაკავშირებით“, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა რუსოპულოსმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img