მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება Unistream-ის სწრაფი გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელია იქნება. სებ-ში აცხადებენ, გასული წლის ივლისიდან სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება.
სებ-ში აცხადებენ, რომ იუნისთრიმი აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მიერ სანქცირებული სისტემაა და საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების, შესაბამისად სებ-ში გამორიცხავენ სანქცირებული კომპანიის მეშვეობით გზავნილების განხორციელებას.
შგეახსენებთ, საგადახდო სისტემა „იუნისტრიმმა“ საერთაშორისო გზავნილები, მათ შორის საქართველოს მიმართულებით, აშშ–ის სანქციების გამო 2023 წლის 21 ივლისიდან შეწყვიტა.