სებ-ი UNISTREAM-ის დაბრუნებას გამორიცხავს

Published:

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება Unistream-ის სწრაფი გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელია იქნება. სებ-ში აცხადებენ, გასული წლის ივლისიდან სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება.

სებ-ში აცხადებენ, რომ იუნისთრიმი აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მიერ სანქცირებული სისტემაა და საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების, შესაბამისად სებ-ში  გამორიცხავენ სანქცირებული კომპანიის მეშვეობით გზავნილების განხორციელებას.

შგეახსენებთ, საგადახდო სისტემა „იუნისტრიმმა“ საერთაშორისო გზავნილები, მათ შორის საქართველოს მიმართულებით,  აშშ–ის სანქციების გამო 2023 წლის 21 ივლისიდან შეწყვიტა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img