ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 37 ტურში „ფიორენტინა“-„ნაპოლის“ მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ ერთდროულად სამმა ანალიტიკურმა პორტალმა დაასახელა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა „ფიორენტინასთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში სამჯერ სცადა მეტოქის კარის აღება, მაგრამ ააცილა. თუმცა, მეორე ტაიმში ხვიჩამ მიზანს მაინც მიაღწია. 57-ე წუთზე საჯარიმო ეფექტურად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საფეხბურთო-ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში (10-ბალიანი სისტემით) 7,8 ქულით შეაფასა, ისევე როგორც Flashscore-მა, ხოლო Whoscored-მა ქართველის გრაფაში 7.7 დაწერა. სამივე მათგანმა კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი აღიარა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ მე-11 გოლი გაიტანა, პლუს მის ანგარიშზე ექვსი საგოლე გადაცემაა.