ირაკლი ღარიბაშვილი – პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს არ აინტერესებს კონსტიტუცია და ქვეყნის ინტერესები

Published:

პრეზიდენტად წოდებულ ქალბატონს რომ საერთოდ არ აინტერესებს არც ჩვენი კონსტიტუცია, არც ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის ინტერესები, ეს ცხადზე ცხადია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ზურაბიშვილი საფრანგეთში გაიზარდა და თავს არ თვლის ქართველად.

„მე რაც ვიცი, იგი აპირებს, საფრანგეთში წავიდეს ან შეიძლება, დარჩენა უნდა პოლიტიკაში. ალბათ უნდა, ძალები მოსინჯოს. მე შევახსენებ საზოგადოებას და მას შევახსენებ პირადად, იქამდე, ვიდრე ჩვენი გუნდი მას აირჩევდა და დასვამდა პრეზიდენტად, მისი პოლიტიკური რეიტინგი იყო ერთი პროცენტი. მისი პარტიის შედეგი ნახეთ, ამოიღეთ არჩევნებში, ერთი პროცენტი მიიღო ქალმა. რა პრეტენზია აქვს საერთოდ ან რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის. კითხვა დაუსვით, რა გაუკეთებია თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე. რამე თუ მოხდა, თუ რამე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი დამსახურება. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ეს პოლიტიკური თამაშები და გაბუტვები, მგონი, არ არის კონსტრქუციული დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img