საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოსმენა გაიმართება.
“ქართული ოცნების” მთავრობის სტრატეგიულმა ვექტორის ცვლილებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვირის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და იგი ქვეყანაში უკვე არსებულ მყიფე პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას არყევს” – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული მოსმენის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის და შტატების შესაძლო პოლიტიკური პასუხების შესახებ ჩვენებას მისცემენ.