„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება.
პროტესტის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან, თუმცა მანამდე სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობას მოაწყობენ.
უფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია სტუდენტების მსვლელობა „მზიურის“ პარკიდან 15:00 საათზე. ასევე, პარლამენტისკენ სტუდენტთა მიერ ორგანიზებული მარში გაიმართება „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, 17:00 საათზე, ხოლო 18:00 საათზე პარლამენტთან შეკრებას გეგმავენ „თერთხალათიანები“ – ექიმები, ექთნები, რეზიდენტები.
„არ ვიღლებით და ვაგრძელებთ რუსული კანონის გაპროტესტებას ქალაქის სხვა უბნებშიც“,- აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.