ნიკა სიმონიშვილი – პრეზიდენტმა “ოცნებას” კოსმეტიკური მამიპულაციების საშუალება არ მისცა

Published:

პრეზიდენტმა რუსულ კანონთან მიმართებით “ოცნებას” კოსმეტიკური მანიპულირებების საშუალება არ მისცა, – ასე აფასებს იურისტი ნიკა სიმონიშვილი ზურაბიშილის გააწყვეტილებას, არ შევიდეს კანონის მუხლობრივ განხილვაში. იურისტი ამბობს, ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მხოლოდ ორი გზა დაუტოვა: ან მიიღოს კანონი ისეთად როგორიც არის ან ჩააგდოს.

“პრეზიდენტის შენიშვნები გასაჯაროვდება მალე და პრინციპში, როგორც თვითონ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, შინაარსში ის არ ჩასულა და ალბათ მისი მოტივაცია მდგომარეობდა იმაში, რომ შინაარსში ჩასვლით „ქართული ოცნებისთვის“ მანიპულირების საშუალება არ მიეცა, რომ მას შინაარსობრივი შენიშვნების ფონზე გარკვეული კოსმეტიკური მანიპულირებები არ მოეხდინა ამ კანონპროექტთან მიმართებით. ანუ, ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილმა დაუტოვა „ქართულ ოცნებას“ ორი არჩევანი: ან მიიღოს კანონპროექტი იმ ფორმით როგორი ფორმითაც მათ სურდათ და დაამტკიცეს, ან საერთოდ ჩააგდოს ეს კანონპროექტი.

სწრაფ პერპსექტივაში შესაძლებელია, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში პარლამენტმა განიხილოს კომიტეტზე და შემდგომა პლენარულ სხდომაზე ეს საკითხი, ხოლო რაც შეეხება ყველაზე გრძელ ვადას, ის არ არის კანონმდებლობით დადგენილი ანუ შეიძლება ეს რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაშ გაიწელოს,” – ამბობს სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტფო დაადო. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილმა არც კანონის მუხლობრივ განხილვაში მონაწილეობის მიღება ისურვა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img