„ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“- ევროპის მოედანზე სტუდენტები აქცია-პერფორმანსს – მართავენ

Published:

თბილისში, ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აქცია-პერფორმანსს მოწოდებით – „ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!“ მართავენ.

აქციის მონაწილეებს ევროპის მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი აქვთ შეკრული.

მანიფესტანტებს თან მოტანილი აქვთ, ევროკავშირის და საქართველოს დროშები.

ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა.“პირველები სტუდენტები ვიყავით, რომლებმაც პროტესტის ახალ ფორმას მივმართეთ. ასევე, სტუდენტები ვაპირებთ, რომ პროტესტის ტალღა არ შევწყვიტოთ. ევროპის მოედანზეც ხელის ჩაკიდებაც არის სიმბოლური. იმიტომ, რომ ჩვენ ერთიანი ძალებით, ერთად ხელჩაკიდებულები მივდივართ ევროპისკენ. ევროპისკენ სიარულში ხელს გვიშლის ის კანონი , რომელსაც ჩვენ დავარქვით და მკაფიოდ არის რუსული. ამიტომ არ შევწყვეტ პროტესტის ტალღას, ვიდრე მსგავსი პრობლემა ქვეყანაში იქნება და ეს კანონი იარსებებს”, – განაცხადა სტუდენტმა, ლიზა კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. აღნიშნულ კანონს გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img