ირანის მთავრობამ სასწრაფო სხდომა მოიწვია

Published:

ირანის მთავრობამ სასწრაფო შეხვედრა ჩანიშნა, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ მგზავრებს შორის არიან, – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.

სააგენტომ გაავრცელა ებრაჰიმ რაისის ცარიელი, შავი სარტყლით შემოსილი სკამის ფოტო.

ამასთან, სააგენტო FARS-ი იუწყება, რომ სამგლოვიარო მსვლელობის დრო და დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ირანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილო-დასავლეთ ირანში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას მასში მყოფი ყველა ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, დაიღუპა. ამასთან, ინფორმაცია, ჯერჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img