მაღალჩინოსნებს შეიძლება შეეხოს აშშ-ს სანქციები- Politico სტატიას აქვეყნებს

Published:

“აშშ-მა შესაძლოა სანქციები დაუწესოს ქართველ პოლიტიკოსებს, რათა საქართველოში დემოკრატია დაიცვას” – ამ სათაურით სტატიას POLITICO აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, მათ ნახეს სანქციების კანონპროექტის დრაფტი. გამოცემის ცნობით, მისი სამიზნეები არიან მმართველი პარტიის დეპუტატები, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლები, ასევე, სავარაუდო რუსეთის აგენტები ქვეყანაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში რუსული სტილის “უცხოეთის აგენტების” კანონის მიღებაზე, შეიძლება დაემუქროთ აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც აშშ-ის კონგრესს  წარედგინება.

გამოცემას წყარო ეუბნება, რომ სამხრეთ კაროლინის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ჯო უილსონი კანონპროექტს ორშაბათს წარადგენს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img