21 მაისამდე საქართველოში გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

Published:

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

თბილისში 18 მაისს უნალქო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 18 მაისს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა, სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლოა, სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გლდანში. ახმეტელის მეტროსთან დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, ასევე იმყოფებოდნენ გამგეობის წარმომადგენლები.

როგორც ადგილზე მყოფმა გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კალაძემ განაცხადა, ამ დროისთვის მიწისქვეშა გადასასვლელიდან წყალი უკვე ამოტუმბულია.

„უხვმა ნალექმა დიდი პრობლემა შემქნა მხოლოდ მეტროს მიწისქვეშა გადასასვლელში. შესაბამისი სამსახურის ჩართულობით მოვიდა სამაშველო სამსახური. ადგილზე ვიყავით ჩვენც, გამგეობის წარმომადგენლები და ვეხმარებოდით მოქალქეებს ამ ტერიტორიიდან გამოსვლაში. უზრუნველვყავით, რომ ელექტროენერგია გათიშული ყოფილიყო მხოლოდ კონკრეტულ ლოკაციაზე, რათა საფრთხე არ შექმნილიყო ამ კუთხით. ამ დროისთვის წყალი ამოტუმბულია, გადაადგილება უკვე შესაძლებელია და გაიხსნა მაღაზიებიც“, – განაცხადა ბესიკ კალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img