კონგრესმენი კოენი – რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ „ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს

Published:

რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის, მაგრამ „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ არის – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს.

მისი შეფასებით, ქართველი ხალხი ემხრობა ევროკავშირთან, ევროპასა და ამერიკასთან კავშირებს, მაგრამ ეს საქართველოს მთავრობისგან არ უნახავთ.

ვხედავთ მოძრაობას სტალინიზმისკენ… – თქვა სენატორმა. 

რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის, მაგრამ „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ არის.
ვისურვებდი, საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომა მენახა. ვფიქრობ, სწორედ ესაა მათი სურვილი. მაგრამ რუსეთს სურს, ისინი კვლავ გახდნენ საბჭოთა კავშირის წევრები, თავი მეორე. [16 წლის წინ] ისინი შეიჭრნენ სამხრეთ ოსეთში და ყოველგვარი სინანულის გარეშე მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, რომელიც კვლავ ოკუპირებული აქვთ. რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის, მაგრამ „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ არის. და მათ აიღეს ეს თავისი კანონი პირდაპირ რუსეთისგან. ესაა ტიპური რუსული კანონი, რომელიც იქ აქვთ, და რითაც ისინი ემსგავსებიან რუსეთს.

სამწუხაროა, რომ ეს კანონი მიიღეს. ნათელია, რომ “ოცნება” “ოცნება” არაა, “ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება. მას არ შეუსრულებია ის პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა წლების წინ”- ამბობს ის. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img