გუშინ POLITICO-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუ მთავრობა ანტიდემოკრატიულ სვლას შეწყვეტს, ვაშინგტონი საქართველოსთვის ვაჭრობის საშეღავათო პირობებს, ვიზების ლიბერალიზაციასა და სამხედრო დახმარებას განიხილავს.
ამასთან დაკავშირებით განცახადება გააკეთა ‘’ხალხის ძალის’’ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა და თქვა, რომ უნდა თანამშრომლობა, თუმცა არა გამჭვირვალობის დათმობის ხარჯზე.
‘’როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ბოლო დღეებში ასიათასობით ადამიანის ხელახლა მოცემამ ჩვენთვის ლეგიტიმაციის, დააფიქრა შეერთებულ შტატებში გარკვეული ძალები და ერთ კონგრესმენს დააყენებს ეს წინადადება. კარგია, ჩვენ გვინდა პარტნიორობა, რა თქმა უნდა, მაგრამ პარტნიორობა გვინდა არა სუვერენიტეტის ხარჯზე და არა გამჭვირვალობის დათმობის ხარჯზე და არა სარწმუნოების დათმობის ხარჯზე’’– განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.