მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში – გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს მეტოქეები ცნობილია

Published:

სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ. მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, რომელიც 24 მაისს ჩატარდება ცხრა ქართველი იჭიდავებს – გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე – 73 კგ.), გიორგი ჯაბნიაშვილი, ლუკა ბაბუციძე (ორივე – 90 კგ.), გურამ თუშიშვილი და საბა ინანეიშვილი (ორივე +90 კგ.), ქალებში კი – ნინო ლოლაძე (57 კგ.), ეთერ ასკილაშვილი (70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+70 კგ.).

ჩვენი ძიუდოისტები მეოთხედფინალში უნგრეთისა და მონღოლეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრების ბადეში საფრანგეთი, ნიდერლანდები და იტალია არინ, იაპონიის ბადეში კი გერმანია, ყაზახეთი, ბრაზილია, უზბეკეთი, სამხრეთ კორეა და ავსტრია.

2023 წელს გუნდურ მსოფლიო პირველობაზე დოჰაში ქართველმა ძიუდოისტებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ჩვენმა ნაკრებმა ტურნირზე პირველ ორ დაპირისპირებაში მონღოლეთი და ბრაზილია დაამარცხა, მეოთხედფინალი კი მომავალ ჩემპიონ იაპონიის ნაკრებთან დათმო. საქართველომ მესამე ადგილი რეპეშაჟიდან დაიკავა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img