როთი – შეაჩერეთ ეს კანონი, საქართველოს მომავალი ევროკავშირია და არა რუსეთი

Published:

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ ევროპელი მაღალჩინოსანი პლატფორმა  X-ზე წერს. 

როთი საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

კიდევ ერთი კვირა, რათა ევროკავშირმა თბილისს სოლიდარობის ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს: ჩვენ ყველა იმ ქართველის გვერდით ვდგავართ, რომლებიც ევროპის გულში თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობენ. შეაჩერეთ „უცხოური აგენტების შესახებ კანონი“, საქართველოს მომავალი ევროკავშირია და არა რუსეთი,- წერს მაიკლ როთი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img