ქართველი ხელოვანების პროტესტი კანში – რიგით 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გახსნილია. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პავილიონი კი საპროტესტო ბანერებით და რუსული კანონის მოწინააღმდეგე იმ ადამიანების ფოტოებით არის აჭრელებული, ვინც ოლიგარქის დავალებით სპეცრაზმმა სასტიკად სცემა. მათ შორის არის რეჟისორი და პროდიუსერი გუკა რჩეულიშვილი და დავით ქაცარავა. ორივე აქციიდან სპეცრაზმმა გაიტაცა და უმოწყალოდ ცემეს.