პარტია “ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ვიდრე ქვეყანაში რუსული კანონის მიღების მცდელობაა, ევროპის და აშშ-ს მხრიდან სანქციების დაწესება ბუნებრივი და სამართლიანი მოვლენა იქნება. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ინტეგრაციის შეჩერების გარდა, საქართველომ შესაძლოა ის მონაპოვარიც დაკარგოს, რისკენაც წლების განმავლობაში იღწოდა.
ბუნებრივია, რომ გამორიცხულია რაიმე დაახლოების პროცესი და ეს სამართლიანია, რომ ეს გამორიცხულია, იმიტომ, რომ საქართველო იღებს რუსული პროპაგანდის მხარდამჭერ კანონებს და მიდის რუსეთისკენ. შესაბამისად, ინტეგრაციული პროცესები ჩერდება, მაგრამ გაცილებით უარესი სცენარი შეიძლება გავითარდეს. შეიძლება ისიც დავკარგოთ, რაც მიგვიღია წლების განმავლობაში შრომით და არა „ქართულ ოცნებას“ მიუღია, – ამბობს ნიკა გვარამია.
აშშ-ს შემდეგ მოქმდებაზე გადადის ევროკავშირიც. “ოცნების” რუსული კანონის გამო შესაძლოა, საქრთველოს უვიზო მიმოსვლა და ფინანსური დახმარება შეუწყდეს. ეს საკითხი განხილვის მთავარი თემა იქნება 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინიტრების შეხვდრაზე, რომელიც ბრიუსელში 27 მაისს არის ჩანიშნული.