პირდაპირ გიდასტურებთ, გვქონდა კონსულტაციები და გვისაუბრია ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, „სტრატეგია აღმაშენებელში“, საერთო პოზიციაც არის, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთიან სიებს, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია დამარცხდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა “ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად გამსხვილდეს ოპოზიციური პარტიები.
„უნდათ ორი ცენტრის შექმნა? შეიქმნას ორი ცენტრი, მაგრამ თავის მხრივ გამარჯვების კოალიცია, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამსხვილდეს მაქსიმალურად ოპოზიციური პარტიები. რატომ? იმიტომ, რომ ბარიერს მიღმა. მთავარი ამოცანა სინამდვილეში ეს არის, ის კი არა, ვიღაცას ვიღაცა მოსწონს და გვერდი-გვერდ დადგება. გადაულახავი ხმები არ იყოს ბევრი და ამის ხარჯზე არ მოიგოს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“. გამსხვილება არის ამოცანა გამარჯვებისთვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცას მოსწონს ერთად დგომა. ამ ფონზე, ხაზარაძეს ვუსურვებ წარმატებას, არ დარჩეს ბარიერის მიღმა. იმდენი ქნას, რომ რაღაც ისეთი ცენტრი შექმნას, რომელიც ბარიერს გადალახავს, თან წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, რომელიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“.