შოვში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ეკლესიის და მემორიალის ასაშენებელი ადგილი შეირჩა

Published:

კურორტ შოვში, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ეკლესიის სამშენებლოდ და მემორიალის აღსამართად, ე.წ. “რკინის წყლის” მიმდებარე ტერიტორია შეირჩა, სადაც უსაფრთხოების გარანტიების დაცვით, შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.

შოვში იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული–პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე–გიორგი ნოდარიშვილი, სოფელ გლოლის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული–ვახო ბიჭაშვილი და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მათ ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგთან (ლიპარტელიანი) და საქართველოს საპატრიარქოს ხურუთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის განყოფილების არქიტექტორთან, თეიმურაზ ბერიძესთან ერთად, მოინახულეს ის კონკრეტული ლოკაცია, სადაც უსაფრთხოების გარანტიების დაცვით შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება.

2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვის ტერიტორიაზე, მეწყერი ჩამოწვა, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img