ტაჯიკეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Somon Air-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარულ რეისი შეასრულა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიარეისები დუშანბე-თბილისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება.
ავიაკომპანია ფრენებს B737-800 და B737-900 ტიპის ბორტებით შეასრულებს. Somon Air-ი რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 25 ქვეყანაში ახორციელებს.