კარსინი “ოცნებას” აქებს – ვეთანხმები საქართველოს პრემიერს, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს

Published:

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერის განცხადებებით და რიტორიკით კმაყოფილია. რუსი მაღალჩინოსანი “ქართული ოცნების” მსგავსად ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა სურს და რუსული კანონის წინააღმეგაც სწორედ ამ მიზნით გამოდის. 

“ვეთანხმები საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ არის მხოლოდ საბაბი რუსეთთან მეორე ფრონტის გასახსნელად. ეს გამოვლინდა 2022 წლის დასაწყისიდან, როცა დასავლეთი ღიად გადავიდა რუსეთის წინააღმდეგ მასირებულ შეტევაზე – ჩვენი ქვეყნის მაქსიმალურად დასასუსტებლად. საკმაოდ საფუძვლიანი განცხადებაა პრემიერისა იმაზე, რომ ეს ინტერესი არსად წასულა. გასაგებია, რომ აქ საუბარია რუსეთის პოზიციებზე მორიგ თავდასხმაზე. რაც შეეხება თავად საქართველოს ბედს, ეს დასავლური საზოგადოების განსაკუთრებული თამაშია”, – ამბობს კარასინი. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img