პარტია “ლელო” საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საბა ბუაძემ განაცხადა.
“ლელო” მიიჩნევს, რომ ამ მოცემულობაში, როდესაც ქვეყნის მთავრობა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, როდესაც სამართალდამცველები აქტივისტებს და პოლიტიკოსებს სასტიკად უსწორდებიან და სახლებთან ხვდებიან, პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება.
მე, როგორც საკრეულოს წევრმა 2021 წელს დავდე პირობა, რომ ყველა ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნებოდა თბილისელების საუკეთესო ინტერესებით, თუმცა თანამდებობის მიღმა თითოეულ ჩვენგანს კონსტიტუციით გვაკისრია კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია ამ რუსული სპეცოპერაციისგან, რომლის მიზანიც არის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გამოუთხაროს ძირი. შესაბამისად, დღეს პირველად მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური ცხოვრება საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის, საკრეულოში, ვეღარ გაგრძელება ჩვეულებრივ რეჟიმში. შესაბამისად, „ლელოს“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ დღევანდელ სხდომას ვუცხადებთ ბოიკოტს და გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში იქამდე, სანამ პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ გვიკარნახებს. ეს არის, რასაკვირველია, რთული გადაწყვეტილება, მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკოსებს სახლებთან ხვდებიან ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალები, მაშინ, როესაც ბავშვებს უმოწყალოდ უსროდება ფიზიკურად სპეცნაზი და მაშინ, როდესაც მმართველი პარტია ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში და ვხედავთ სანქციების რეჟიმის ამოქმედებას, შეუძლებელია, რომ პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდეს ამ მოცემულობაში და ამიტომაც ჩვენი ფრაქციის სახელით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობთ, რომ არის მნიშვნელოვანი და ამ მოცემულობის ადეკვატური, – განაცხადა საბა ბუაძემ.
ცნობილი ხდება, რომ ბოიკოტის რეჟიმზე გადადის “გირჩი-მეტი თავისუფლებაც”.
საქართველოს კონსტიტცუია ყველა სახელმწიფო ორგანოს ავალებულებს, რომ უზრუნველყოს ქვეყნის პროდასავლური კურსი და ამ ვალებულებას საკრეულო გაურბის. მიუხედავად იმისა, რომ იმ ქალაქში, რომლის საკრებულოც ეს არის, 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, წაუყრუა ეს საკრებულომ და ხმა და კომენტარი არ გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ადამიანებს სცემენ, არეკეტებენ, ქუჩაში ხვდებიან ბიტებით, ჩუმად არის აქ ყველა დეპუტატი და ხმა არავის ამოუღია. ჩვენთვის ეს სიჩუმე არის ის გედის სიმღერა, რომელიც ახლა ქოცებს აქვთ, ამიტომ იყვნენ ახლა მარტო, ჩაატარონ სხდომები და უსმინონ ერთმანეთის სიჩუმეს, იმიტომ, რომ მათ ხმის ამოსაღები არაფერი დარჩათ. მინდა ყველა ადამიანს მივმართო, რომ გავიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით, შებსამისად, ახლა, ბოლო თვეების განმავლობაში ვუსმინოთ ტკბილად ქოცების გედის სიმღერას. „გირჩის“ს ახელით ვაცხადებთ, რომ გავდივართ ბოიკოტში და ვუერთდებით სხვა ოპოზიციურ პარტიებს ამ ნაბიჯში, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.