ქადაგიშვილი სანქციებზე – ნაცისტური მიდგომა, ოჯახიც მძევლად რომ უნდა აგეყვანა

Published:

იგივე ნაცისტური მიდგომაა გამოყენებული, როცა ადამიანზე ზემოქმედების მოხდენისთვის, მისი ოჯახიც მძევლად უნდა აგეყვანა. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში, დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან ეს მძევლად აყვანის პოლიტიკა. – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

აქ ლაპარაკი იმაზე ხომ არაა, სამართლიანობა რა არის, ქვეყანაში რა რეალური რეფორმები გატარდა და ა.შ. – არის პოლიტიკური ინტერესი. საქართველოს მიმართ პოლიტიკური ინტერესი უკვე გამჟღავნებულია. ის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დიდი, გეოპოლიტიკური დაპირისპირების ველზე, დაპირისპირების ერთ-ერთი მწვავე ადგილი უნდა გახდეს. საქართველოს მთავრობა ამაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. იმიტომ, რომ ეს საქართველოსთვის დამღუპველია. თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

აშშ-მა რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img