“ბოროტი ძალები და დემენტორები გვართმევენ ჩვენს ქვეყანას” – თავისუფლებისთვის მარშს, რომელეც თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე გაიმართება, სტუდენტებიც შეუერთდებიან.
“სტუდენტები, 24 მაისს, 18:00 საათზე, ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც მსვლელობით გადავინაცვლებთ თავისუფლების მოედნისკენ და შევუერთდებით მთვარ აქციას – თავისუფლებიდან შსს-მდე. პარალელს ვავლებთ რა, ჰოგვართსის ბრძოლასთან, რადგან ბოროტი ძალები და დემენტორები გვართმევენ ჩვენს ქვეყანას.
ხოლო აზკაბანის ციხე ჩვენთვის ასოცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. ჩვენ, მშვიდობიანი დემონსტრანტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გავაპროტესტებთ რეჟიმს, რომელიც სამშობლოს სიყვარულით აღსავსე ადამიანებს არბევს, სცემს, აკავებს და აშინებს”, – წერია ორგანიზატორების განცხადებაში.
დღეს, 19 საათზე, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება.