„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები აქციას დღესაც გამართავენ

Published:

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციასა და მსვლელობას დღესაც გამართავენ.

არსებული ინფორმაციით, დღეს, 17:00 საათზე, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, ვაკის პარკიდან პარლამენტის მიმართულებით, აღნიშნული კანონის საწინააღმდეგო მარშს აანონსებენ.

19:00 საათზე კი, საკანონმდებლო ორგანოს წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები აქციას გამართავენ.

ასევე, გაიმართება ფრანების პერფორმანსი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img