ალიევი კობახიძეს – აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გადმოგცემთ გულწრფელ მილოცვას

Published:

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართავს.

წერილში ალიევი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფართოებაზე საუბრობს.

“ჩემი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით გად­მოგ­ცემთ თქვენ და მთელ თქვენს ხალ­ხს გულ­წრფელ მი­ლოც­ვას მე­გო­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულ­თან – და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები სათავეს იღებს ჩვენი მეგობარი ხალხების ურყევი ნებისა და სულისკვეთებიდან, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების პირობებში. სასიხარულოა, რომ ჩვენმა სახელმწიფოთაშორისმა ურთიერთობებმა დღეს ახალი მასშტაბი შეიძინა, ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი პარტნიორობა წარმატებით განვითარდა და გამდიდრდა ახალი შინაარსით.

სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, ემსახურება ჩვენი ხალხების ინტერესებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფართო რეგიონში – ევრაზიულ სივრცეში და გვიხსნის ფასდაუდებელ შესაძლებლობებს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ წარ­მა­ტე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებთ ერ­თობ­ლივ ძა­ლის­ხმე­ვას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე, ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, ორ­მხრი­ვად სა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შემ­დგომ გაღ­რმა­ვე­ბა­ზე ჩვე­ნი ხალ­ხე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ, სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის და ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, წარ­მა­ტე­ბებს თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ხოლო მე­გო­ბარ ქართველ ხალ­ხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img