ქვეყნის ისტორიულ თარიღს აღნიშნავს ბათუმიც – “ანბანის კოშკის” მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
ტრადიციულად, გამოიფინება სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, დაგეგმილია კონცერტები, მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხეები, გამოფენები. ასევე, ბავშვებისთვის – შემეცნებითი და სპორტული აქტივობები.
ტრადიციულად, აჟღერდება საქართველოს ჰიმნიც. ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდება.