“რუსულ ბოროტებაზე აუცილებლად გავიმარჯვებთ” – დღევანდელ საპროტესტო მარშს ხელოვანებიც უერთდებიან

Published:

დღეს დაგეგმილ მორიგ საპროტესტო მარშს ხელოვანებიც უერთდებიან. მსახიობი ნინო კასრაძე ახალგაზრების პროტესტს “ახალ ეროვნულ მოძრაობას” უწოდებს და ამბობს, რომ ქვეყნის მომავლის იმედი ახლა სწორედ ისინი არიან.

“ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა. ძალიან ღირსეული, პატივსაცემი, თუმცაღა ძალიან ცდილობენ მის დაკნინებას და მის უკან რაღაც მილიონი ინსინუაცია არსებობს, მაგრამ ჩემთვის, ჩემნაირი ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვის, დიდი ნაწილისთვის ეს სწორედ არის მომავლის იმედი დღევანდელი მარში,” – ამბობს ნინო კასრაძე.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი რუსულ ბოროტებას აუცილებლად დაამარცხებს.

” მე მაქვს ძალიან დიდი იმედი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც დღევანდელ დღეს იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვოთ იმაზე, რასაც ჰქვია ძალიან დიდი ბოროტება და ეს ბოროტებაა რუსეთი, რომელიც თავისი ხელით როგორც მარიონეტებს ისე ათამაშებს ამ ქართული სახელისა და გვარის მატარებელ ე.წ. 84 კაცს თუ მეტს კიდევ,” – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები დღეს ფილარმონიასთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან და მსვლელობით ვაკის პარკისკენ წავლენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img