უხვმა ნალექმა პრობლემები წეროვნის დევნილთა დასახლებას შეუქმნა

Published:

უხვმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვნის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები.

რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, რეგიონის სხვადასხვა ლოკაციაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, შიდა საუბნო გზები, დაზიანდა ხიდ-ბოგირები, ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img