გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

Published:

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური, ქუბრიაანი, ბოდორნა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ბიძინა ბარათაშვილის, ცამეტი ასურელი მამის, სარგის კაკაბძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მენესო და ჭართალი; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, გაიბოტენი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img