IMF: საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ დაეცა

Published:

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა. ამის შესახებ საუბარია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკას შეეხება.

ფინანსები

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ დაეცა – IMF

27.05.2024 • 12:35

commersant/ კომერსანტი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა. ამის შესახებ საუბარია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკას შეეხება.

SKIP

მიმოხილვის თანახმად, რეზერვების მთლიანი მოცულობა იმაზე დაბალია, ვიდრე უნდა იყოს.

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა $4.81 მილიარდს შეადგენდა,  თუმცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეზერვები $325 მილიონითაა  შემცირებული.

„ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე დაეცა IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ,“- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.

მიმდინარე თვეში, 16 მაისს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის პირველი სავალუტო აუქციონი განახორციელა და $60 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც რეზერვების მოცულობის შემცირებაზე მოახდენდა გავლენას.

ის თუ როგორ შეიცვალა მაისში სავალუტო რეზერვების მოცულობა 7 ივნისს გახდება ცნობილი.

კომერსანტი

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img