გალთ & თაგარტის 20–24 მაისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, მცირედითაა დაკლებული, თიბისის შემთხვევაში ნულოვანი ცვლილებაც კი დაფიქსირდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით ვარდნა საშუალოდ 20%–ით ფარგლებშია.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 40.15 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.02% წინა კვირასთან შედარებით და – 22.79% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 496 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.20 – 43.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 131 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 26.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.00% წინა კვირასთან შედარებით და -18.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 378 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.20 – 27.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 138 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.38% წინა კვირასთან შედარებით და -23.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 507 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.84 – 10.44 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 122 ათასი აქცია შეადგინა.