“როგორც ჩანს ეს დღე გარდაუვალად იქნება ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში,”- ამის შესახებ “გირჩის-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე წერს სოციალურ ქსელში.
“როგორც ჩანს ეს დღე გარდაუვალად იქნება ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში.
არ ღირს ამ დღის სახლში ან სამსახურში შეხვედრა. თუ დღეს ცოცხალი ხარ და აქ ცხოვრობ,
სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან სადაც აღსრულდება ღალატის ეს აქტი
ესაა დღეს მინიმუმის მინიმუმი
ხოლო შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ
5 თვე გვექნება ამისთვის”- წერს პოლიტიკოსი.