მომღერალი და ტელე წამყვანი გაგა აბაშიძე ანტირუსულ აქციას შეუერთდა

Published:

მომღერალი და ტელეწამყვანი გაგა აბაშიძე რუსთაველის გამზირზე იმყოფება, სადაც მოქალაქეები რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ.

“შავნაბადას” წევრი “ტვ პირველთან” ამბობს, რომ კანონი მისი შინაარსით ნამდვილად რუსულია. 

ეს კანონი არის ნამდვილად რუსული მისი შინაარსით, მისი ბუნებით, მისი მიზნებით. განსხვავებულმა პოზიციებმა ეს ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირა, რაც ძალიან დიდი განსაცდელია ხელოვანისთვის და შესაბამისად, ეს უნდა იყოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი სიგნალი იმისა, რომ ასეთი ადამიანებიც, ვინც მნიშნელოვან საქმეს აკეთებენ ქვეყნის კულტურის, ხელოვნების პოპულარიზაციას, აქაც კი პოლიტიკა არის მათი დამაპირისპირებელი, – ამბობს გაგა აბაშიძე. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც “ოცნება” რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. პარალელურად, ამ ფონზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპორტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიოს უკან მოღალატეობრივი რუსული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img