საქალაქო სასამართლოში გრძელდება იმ პირთა პროცესები, რომელთაც საპროტესტო აქციებზე კანონდარღვევას ედავებიან. დღეს 10-ზე მეტი პირის სასამართლო გაიმართება.
საუბარია ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლზე, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ წესის დარღვევას გულისხმობს. 5 პირს სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
“იყო ორი ვიდეო. ერთში ვჩანდი მე და ათიათასობით ადამიანი. რეალურად, მტკიცებულებას, რომელიც მათ წარადგინეს ჩემ მიმართ, მე წარვადგენდი ჩემი თავის დასაცავად, რომ მქონოდა მე და ეგ აღვნიშნე კიდეც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, იმიტომ, რომ ალოგიკური იყო საერთოდ ყველაფერი. ჩვეულებრივად, სპექტაკლი ვითამაშეთ,“ – აცხადებს მსახიობი ნატალია ყიფშიძე.