პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება ამ წუთებში პრეზიდენტის ძმაც. ოთარ ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ “ოცნება” ქვეყანას რუსულ ორბიტაზე აბრუნებს, რაც ღალატის ტოლფასია.
ორი დღის წინ ჩენ ვზეიმობდით 26 მაისს და ისინი, ვინც არიან ჩვენი ქვეყნის მოღალატეები, დაავიწყდათ რა იყო 26 მაისის გზავნილი. 26 მაისი გზავნილი არის საქართველოს დამოუკიდებლობა, გასვლა რუსული ორბიტიდან და რასაც აკეთებენ, ეს არის დაბრუნება პირდაპირ რუსულ ორბიტაზე. ე.ი. ღალატია, – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც “ოცნება” რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს. პარალელურად, ამ ფონზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპორტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიოს უკან მოღალატეობრივი რუსული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს.