შალვა პაპუაშვილი “გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე – ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში 

Published:

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მხარდაჭერას გეგმავს.

“რა თქმა უნდა, ვაპირებთ [კანონის მხარდაჭერას], ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img