გულშემატკივრებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებას ვერ მოახერხებენ, მერია ისტორიული მატჩის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე სთავაზობს

Published:

გულშემატკივრებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებას ვერ მოახერხებენ, მერია ისტორიული მატჩის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე სთავაზობს.

დედაქალაქის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მიხეილ მესხის სტადიოზე იქნება სამივე თამაშის ტრანსლირება, 18- 22 და 26 ივნისს, ამის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ბევრ ადამიანს აქვს სურვილი გერმანიაში წასვლის, პრემიერის ინიციატივით ხდება სუბსიდირება ბილეთების და ხელმისაწვდომი ხდება გულშემატკივრებისთვის გამგზავრება, თუმცა ცხადია ყველა მაინც ვერ შეძლებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 18-22-26 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე დავამონტაჟებთ დიდ ეკრანებს, საიდანაც ყველა ერთად ვუგულშემატკივრებთ ეროვნულ ნაკრებს,”- აცხადებს კალაძე. 

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები ეფ ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ითამაშებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img