მაჭარაშვილი – არასამთავრობოები კანონს თუ არ დაემორჩილებიან, იმ სანქციებს მიიღებენ, რაც ჯარიმების სახით არის განსაზღვრული

Published:

არასამთავრობოები ჩვენ არც აქამდე გვემორჩილებოდნენ და დაუმორჩილებლობა როგორ გამოგვიცხადეს? – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას, სადაც ისინი აღნიშნავენ: „რუსულ კანონს არ დავემორჩილებით“.

მაჭარაშვილის თქმით, „არასამთავრობოები კანონს თუ არ შეასრულებენ, დაჯარიმდებიან“.

„აქამდე ვის ემორჩილებოდნენ, ჯერ ეს გაგვაგებინონ. დაუმორჩილებლობას უცხადებენ იმას, რასაც ემორჩილები. თავის პატრონებს თუ უცხადებენ დაუმორჩილებლობას, მომხრე ვიქნებით, რომ დაუმორჩილებლობა თავის პატრონებს გამოუცხადონ. კანონის შეუსრულებლობაზე თუ ამბობენ, რომ ეს დაუმორჩილებლობაა, ამას რა რეაგირება მოჰყვება ხოლმე, მგონი, ეს სახელმწიფომ ყველას დაანახა. კანონს თუ არ დაემორჩილებიან, იმ სანქციებს მიიღებენ, რაც ჯარიმების სახით არის განსაზღვრული. ჩვენ არც აქამდე გვემორჩილებოდნენ და დაუმორჩილებლობა როგორ გამოგვიცხადეს? – თუ კანონს არ შეასრულებენ, დაჯარიმდებიან“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გურამ მაჭარაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img