მაჭარაშვილი – ღალატთან და აგენტობასთან ერთად სალომე ზურაბიშვილის უვიცობაც დადასტურდა

Published:

სალომე ზურაბიშვილის ღალატთან და აგენტობასთან ერთად უვიცობაც დადასტურდა, მათ შორის ოპოზიციასთან არაერთიანობა, რადგან თავზე დაახურეს მისივე ინიციატივა ერთ საათში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, რის გამოც რეფერენდუმი არ შედგება, ისაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვიდრე არ აღდგება, მანამდე რეფერენდუმი ვერ ჩატარდება.

„პრეზიდენტი რეფერენდუმს საზოგადოებას ისეთ საკითხზე სთავაზობს, რაც უკვე განსაზღვრულია არათუ ხალხში, არამედ კონსტიტუციაში. უნდა, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ქვეშ დადგეს? – რა თქმა უნდა, ამ ალოგიკურობის გამო მას პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა არ ექნება და რეფერენდუმი ვერ ჩატარდება. ეს შეიძლება არ იცოდა, ან ნაწილობრივ იცოდა, მაგრამ ვიცით, რომ ზეამბიციური ადამიანია და რაღაც უნდა გაეკეთებინა, ახალგაზრდები დაასაქმა, ფურცლები და კალმები აიღეთო, დაწერეთ და ჩემთან მოდითო. მისი მხრიდან ქვეყნის მიმართ კიდევ ერთი არასერიოზულობაა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img