ზურაბ ჭიაბერაშვილი – რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

Published:

რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კონსტიტუციაში უკვე წერია 78-ე მუხლი, საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რევიზიას ვიწყებთ? ვის აწყობს ეს? – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„1. რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რადგან საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპურებული აქვს რუსეთს 1990-93 წლების ომების შედეგად, 2008-შიც – აგვისტოს ომამდე! – ჩატარდა პლებისციტი და არა რეფერენდუმი;

2. პლებისციტი ჩატარებულია 2008 წელს. ხალხის ნება გამოხატულია;

3. კონსტიტუციაში უკვე წერია 78-ე მუხლი;

4. საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი;

5. ანუ მე-2-3-4 პუნქტების რევიზიას ვიწყებთ? ვის აწყობს ეს?“ – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img